03:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 15:15:18, 1347 ნახვა

რეგიონი
ქედაში სახელოვნებო განათლების რეფორმის გაცნობის მიზნით, კულტურის კომიტეტში სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა სახელოვნებო განათლების რეფორმის გაცნობის მიზნით სხდომა გამართა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ესწრებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

იწყების ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.

„ასევე ისაუბრა სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზეც და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფინანსურ საკითხებზე და სახელოვნებო განათლების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.

სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics