01:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 14:34:18, 1326 ნახვა

რეგიონი
გომარდულში, სათხილამურო სპორტში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი გაიმართა

გომარდულში, სათხილამურო სპორტში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შუახევის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში, შუახევისა და ხულოს სასპორტო სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე ასპარეზობდა.

მერიის ცნობით, ტურნირს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აგვისტოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მამა, გურამ მამალაძე, თვითმმართველობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ბსუ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამარჯვებული მოთხილამურეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება, შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics