01:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 22:25:58, 1282 ნახვა

რეგიონი
კასპში სააკაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ქუჩის სიგრძე 587 გრძივ მეტრის შეადგენს. ამჟამად წინამოსამზადებელი, მიწის მოჭრისა და გატანის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთდ გაეცნო.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სააკაძის ქუჩა ქალაქის ცენტრალური ქუჩაა. „ქუჩის გარკვეული ნაწილი ასფალტირების გარეშე იყო დარჩენილი და რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტით სააკაძის ქუჩა ჩოლოყაშვილის კეთილმოწყობილ ქუჩას დაუკავშირდება. მალე მოსახლეობა განახლებული ქუჩით ისარგებლებს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგებას, ასევე, რკინა-ბეტონის კიუვეტების, საფეხმავლოებისა და ეზოში შესასვლელებისა მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics