09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 14:29:08, 1337 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა საკრებულოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ საკრებულოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის პრეზენტაციას, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერის მოადგილეები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოქალაქეები ესწრებოდნენ.

მერმა, ანგარიშის წარდგენის დროს ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა  პროექტებზე გაამახვილა და 2023  წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები  დაანონსა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მადლობა გადაუხადა მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არსებული გამოწვევების დაძლევისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. 

რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის  2022 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics