18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 17:52:13, 1409 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში კონცერტი გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა ქედის სახელოვნებო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე", საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დარსი", სახელოვნებო სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების გოგონათა ანსამბლი ,,იასამანი" და ,,აბადელია", ქედის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს და მაყურებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

დასასრულს კონცერტში მონაწილე ბავშვებს საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics