15:00 - 16 Apr, 2026
|
2022-12-05 16:34:54, 1642 ნახვა
რეგიონი
კასპის სპორტულ კომპლექსში ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა
ქალაქ კასპის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კარატეში. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ტურნირში მონაწილეობდნენ 6-დან 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 25 კლუბის 250 -მდე სპორტსმენი. ტურნირში ლევან ძამუკაშვილის მშობლების მიერ დაწესებული პრიზი 15 წლის ზესტაფონელმა საბა ჩიხუამ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი პირადად ლევან ძამუკაშვილის მშობლებმა გადასცეს. ლევან ძამუკაშვილი 15 წლის, ფინალური ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მუნიციპალიტეტში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)