11:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 11:31:46, 1653 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, CPMR-ის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და CPMR-ის პრეზიდენტთან.

საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.

2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics