21:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 19:24:27, 601 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 6 თებერვალს ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.
კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის ჯონ მაკკეინთან და ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს  მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე KKR Global Institute-ის დირექტორთან ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს.  
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics