17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 16:42:32, 742 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი ნინოწმინდაზე - არსებობს საერთო ინტერესი, რომ პროცესი წინ წავიდეს

„არსებობს საერთო ინტერესი, რომ ამ მიმართულებით პროცესი წინ წავიდეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განხილული იქნა სამომავლო ნაბიჯები.

„დავესწარი შეხვედრას საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მასში, ასევე მონაწილეობდა „იუნისეფი“.

ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში.

ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალეობის დონეს, შექმნილი ვითარების ირგვლივ, რაც აბსოლუტურად აუცილებელია და არის კარგი.

ჩვენ განვიხილავდით თუ რა იქნება სამომავლო ნაბიჯები ახლა, იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფოკუსი შენარჩუნებულია.

ჩვენ, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა უფრო ფართო საკითხებიც განგვეხილა დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, არსებობს საერთო ინტერესი, რომ ამ მიმართულებით პროცესი წინ წავიდეს, როდესაც საქმე ეხება იმას თუ როგორ უზრუნველვყოთ აღნიშნული მომენტის გამოყენება, რათა გადავდგათ რეალური ნაბიჯები ამ საკვანძო საკითხთან მიმართებით.

ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო,“- განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics