11:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 10:25:31, 963 ნახვა

სამხედრო
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა

ქართველი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში 2018 წლის 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

მაშინ ოსური მხარე იუწყებოდა, რომ დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

გარდაცვლილის ოჯახს ცხედარი 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics