2026-04-06 22:39:57, 285 ნახვა
პოლიტიკა
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იერმეკ კოშერბაევი საქართველოში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვტისაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში კოშერბაევი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,