03:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 13:43:35, 7674 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა. მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო.

ამის შესახებ „ექსორესნიუსს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აცნობა.

როგორც ცნობილია, თეიმურაზ ნაჭყებიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლო წლებში  მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.         

ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა რევაზ ბაღაშვილმა დაიკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics