22:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 15:46:29, 3371 ნახვა

სხვადასხვა
მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსიდან თავის დასაცავად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის გამოყენებას ურჩევს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსიდან თავის დასაცავად, მორწმუნეებს  ნაკურთხი წყლის გამოყენებას ურჩევს:

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. თითონ ღვინოში რო ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი” – ამბობს მიტროპოლიტი ტელეკომპანია “პირველთან”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ.

მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics