16:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 15:52:37, 653 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: თუ ტარიფის კორექტირება თბილისშიც მოხდება, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც გავრცელდება

იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თბილისის აბონენტებისთვისაც იქნება მიღებული, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც ანალოგიურად გავრცელდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა წლის ბოლომდე 6 მილიონ ლარს დახარჯავს.

"დღეს მთავრობს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, ეს ეხება "ენერგო-პროს" აბონენტებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის მოხდება სუბსიდირება, ანუ ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ იმ კორექტირებულ ტარიფს, ამას ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის აბონენტებისთვისაც, ეს გადაწყვეტილება ანალოგიურად გავრცელდება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics