2015-06-27 09:39:30, 653 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2477 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი დღეს 2.2477 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2470 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება 2.5179 ლარს შეადგენს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5160 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან