01:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 12:47:01, 495 ნახვა

ეკონომიკა
BDO: საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება ინვესტიციების მიმართულებას უნდა მიაქციოს

საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება ინვესტიციების მიმართულებას უნდა მიაქციოს, - ამის შესახებ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილმა კომპანიის მიერ მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევის – "International Business Compass 2015"-ის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებაა ბევრი მაჩვენებლის კუთხით, თუმცა ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია და მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

„გაუარესება რაც იყო წინა წელთან შედარებით, ეს არის ინვესტიციების მიმართულება და ასეთი ტიპის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ინვესტორებს მთავრობამ, რათა აქაც მოხდეს გაუმჯობესება. შემცირებაა მთლიანი ინვესტიციების მოცულობის აბსოლიტურ მაჩვენებელში და ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა და ნაკლები ახალი ინვესტორი ინტერესდება საქართველოში ფულის ჩადებით. შესაბამისად, მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

"International Business Compass 2015"-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველომ რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში წინსვლაა 2013 წელთან შედარებითაც, ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 54-ე ადგილზე იყო.

ამასთან როგორც კვლევის პრეზენტაციაზე ზურაბ ლალაზაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეზობელ სახელმწიფოებს შორის.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics