|
2019-04-08 16:11:07, 2860 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის წარმატებით დასრულება მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი უკვე მესამე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადდა. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე სამხედროებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდმა მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სამაგალითო თანამშრომლობა აღნიშნა, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას გაუსვა ხაზი. მან თითოეულ ოფიცერს, სერჟანტს და რიგითს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა. ღონისძიება მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და აშშ-ის პირველი ქვეითი დივიზიის, პირველი ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, მე-13 ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს. მე-13 ბატალიონის წვრთნა ბრძოლასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და აშშ-ის I ქვეითი დივიზიის, I ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ ინსტრუქტორები იყვნენ. სწავლების განმავლობაში მე-13 ბატალიონის შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელი მხარეებიც გამოვლინდა. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფი CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმას (Homestation Training Plan) შეიმუშავებს და უკვე დისლოკაციის ადგილზე გააგრძელებს მომზადებასა და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას.
(NS)
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)