2015-06-23 17:27:39, 663 ნახვა
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარულ რეისებს ორი ახალი მიმართულებით განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიაზე „ჯორჯიან ეარვეისი“ ორი ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების დანიშვნის შესახებ ნებართვა გასცა. ,,ჯორჯიან ეარვეისი" რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-ერევანი-თბილისის და თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით დაიწყებს. თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება 29 ივნისიდან კვირაში 4 სიხშირით იგეგმება, ხოლო თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით - 1 ივლისიდან კვირაში ერთი სიხშირით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან