14:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 11:15:25, 3009 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა

პროექტი „მინისტრის პირისპირ“ გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.

ლევან იზორიამ მიწვეულ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და „მინისტრის დირექტივები 2019“ პირადად გააცნო.

უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეხვედრა მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics