12:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 18:53:19, 578 ნახვა

ეკონომიკა
“ვითიბი ბანკი” სტიქიით დაზარალებულებს 207 575 ლარით დაეხმარება

“ვითიბი ბანკმა” სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თანხა ოთხჯერ გაზარდა.

როგორც “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა, „ვითიბი ბანკი“ სტიქიით დაზარალებულებს 207 575 ლარით დაეხმარება, რაც ბანკის 2014 წლის მოგების 1%-ს შეადგენს.

„ახალი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. ახლა უფრო ნათელი გახდა, რომ კომერციული ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად „ვითიბი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება ოთხჯერ გაზარდოს შენატანის თანხა 207 575 ლარამდე, რაც შეესაბამება ბანკის 2014 წლის მოგების 1% -ს. ამის გარდა, „ვითიბი ბანკი“ მიზანმიმართულად  ეხმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციებს. ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე დიდი შენატანი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. მივმართავთ სხვა ორგანიზაციებს, სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, გადახედონ ფინანსური დახმარების ოდენობას“, - აცხადებს არჩილ კონცელიძე.

აღნიშნული განცხადება „ვითიბი ბანკის“ ხელძმძღვანელმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან და თბილისის ვიცე მერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დროს  გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics