10:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 20:02:22, 2795 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუეა

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული,  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და  ექიმებისგან ნებართვის მიიღების  შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. 

"სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს  და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწემე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics