2015-06-15 14:42:57, 666 ნახვა
ეკონომიკა
ევროპაბეთი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 50 000 ლარს გადარიცხავს
ევროპაბეთი 13 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს თანადგომას უცხადებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 50 000 ლარი გადაირიცხება.
ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან