11:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 17:52:00, 604 ნახვა

სამხედრო
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო მასამსახურეებმა პროფესიული დღე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე „კავშირი-2015“ სწავლების დასრულებით აღნიშნეს. ღონისძიებას გენერალური შტაბის წარმომადგენლები და კომპანია „ჰარისის“ ნატოსა და ცეტრალური ევროპის ქვეყნების მთავარი რეგიონალური მენეჯერი, უილიამ მორისი დაესწრნენ.

ხუთდღიან სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.

„კავშირი-2015“ მართვის პუნქტების მოწყობას ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე მოიცავდა. სწავლება კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწას ისახავდა მიზნად.

ღონისძიების დასასრულს, კავშირგაბმულობის ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics