20:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 12:39:19, 622 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი გილაური პროგნოზირებს, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პროგნოზირებს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას დაიწყებს. 

როგორც გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს საქართველოში შექმნილი კარგი მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტური მდგომარეობა აძლევთ.

გილაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს მინიმუმ 3 %-ით გაიზრდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა წელს მინიმუმ 3 %-ით გაიზრდება და ვპროგნოზირებთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავა. იქიდან,გამომდინარე, რომ მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტური მდგომარეობა ქვეყნაში მართლაც კარგია ჩვენ მოვიზიდეთ 90 მილიონი დოლარი 10 წლიანი კაპიტალი, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ზრდას, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და ეს კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ლარის ოპტიმისტური საფუძველი ჩვენი გადმოსახედიდან არის რამდენიმე მომენტით გამოწვეული. პირველი, რომ სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა, 18%-ით შემცირდა, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ვალუტის შემოდინება იზრდება,  შესაბამისად მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტურ მონაცემებს, რომ შეხვედოთ ლარი უნდა გამყარდეს“,-განაცხადა ირაკლი გილაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics