03:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 12:29:12, 7008 ნახვა

Lifestyle
დიაბეტის მქონე ადამიანებს „ყავის დიეტას“ დაუნიშნავენ

შვეიცარიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებიც ციურიხის და ბაზელის უნივერსიტეტებში ადამიანის ორგანიზმზე ყავის ზემოქმედებას აკვირდებოდნენ, საზოგადოებას ერთობლივი ნაშრომი წარუდგინეს.

კვლევის საგანი ადამიანის ორგანიზმში კოფეინის მიღებით გამოწვეული რეაქციები და აღნიშნული ნივთიერების მავნებლობა გახლდათ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოფეინის გარკვეული დოზის მიღების შემდეგ პანკრეასი ინსულინს გამოყოფს. ნაშრომს მეცნიერული ჟურნალი Nature Communication აქვეყნებს.

ადამიანებს, რომლებსაც დაავადება დიაბეტი დაუდგინდათ, სისხლში გლუკოზის ზედოზირებული რაოდენობა შეენიშნებათ. იმისათვის, რომ გლუკოზა განეიტრალდეს ექიმი პაციენტს უნიშნავს პრეპარატს, რომელიც უჯრედებს ინსულინზე მეტად მგრძნობიარეებს გახდის. ფრანგი და შვეიცარიელი მეცნიერების ახალი პრეპარატი, რომელიც გლუკოზის სინთეტიკურ რეგულატორს შეიცავს ამ დაავადებასთან ბრძოლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლება.

ახალ სინთეტიკურ ჰორმონს მეცნიერებმა სახელი C-STAR (ინგლ. caffeine-stimulated advanced regulators) შეურჩიეს. საქმე იმაშია, რომ პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ C-STAR-ს აქტივაციისთვის კოფეინი დასჭირდება. ამ ორი ინგრედიენტის დიფუზიის შემდეგ ინსულინის აქტივიზირება და სისხლში არსებული გლუკოზის დიდი ხნით ბლოკირება ხდება.

ცდებმა აჩვენა, რომ იმ თაგვებს, რომლებიც C-STAR-ით გაჯერებულ პრეპარატებთან ერთად კოფეინს იღებდნენ სისხლში გლუკოზის შემცველობა უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ C-STAR-ს კოფეინის გარეშე იღებდნენ.

მეცნიერებმა ამასთან ერთად კოფეინის ყველაზე "ჯანსაღი" დოზა დაადგინეს - ადამიანს, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები არ გააჩნია, დღეში 3 - 4 ფინჯანი ყავა შეუძლია მიირთვას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics