14:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 10:51:48, 403 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი დააჯილდოვა

ხელოვნების ქურუმი - კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს გადაეცათ. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს.

"მინდა, გულით მოგილოცოთ ეს აღიარება, წარმატება, რაც არის ქართული კინოს გამარჯვება. თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ორი ქართული ფილმი ოსკარის "შორთლისტში" მოხვდა. ჩვენ ქართული კინოს კეთების ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა შედევრები შექმნეს და ამ ფილმების წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არა მხოლოდ საამაყო კულტურის და ისტორიის ნაწილია, არამედ ვითარდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფილმებს ქმნის. დადგა დრო, როდესაც ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" შეარჩია. 
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკარის უცხოენოვანი ფილმების „შორთლისტში" ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ზაზა ურუშაძის ფილმი - „მანდარინები" იბრძოლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics