02:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 15:14:15, 1055 ნახვა

სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა.

თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრის ორგანიზებით ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და სტაბილურობის შესანარჩუნებლად სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრა იყო.

ჩრდილოეთ სარდლობის (TAAC NORTH) დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მათ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა თარიქ შაჰ ბაჰრამიმ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მიაწოდეს.

გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს და აქცენტი ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მისიის წარმატებით შესრულებაზე გააკეთეს. ყურადღება გამახვილდა მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე გახორციელებული თავდასხმისას ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ პროფესიონალიზმზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა  ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და  საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics