15:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 11:29:05, 2608 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
რელიგიის თავისუფლება საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის რელიგიის თავისუფლების ყოველწლიური, საერთაშორისო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ცალკე თავი მიუძღვნეს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, რელიგიური ნიშნით 19 ჩადენილი დანაშაული დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტები, არასამტავრობო ორგანიზაციების აზრით,  არასათანადოდ არის გამოძიებული.

კერძოდ კი, დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებასა და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ეხება. მაგალითად, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხს.

ასევე მოხსენებაშია, საუბარია იმაზე, რომ გასული წლის განმავლობაში რელიგური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის 11 ფაქტი დაფიქსირდა. საუბარია "იაჰოვას მოწმეებზე".

დოკუმენტში მოყვანილია ყველა ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, მათ შორის ბათუმის, ქობულეთის და მოხეს შემთხვევები.

ცნობისთვის, მოხსენება, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით მზადდება.

დოკუმენტის პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა რექს ტილერსონმა გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics