19:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:23:36, 703 ნახვა

სამხედრო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო კონტინგენტმა ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ჰუმანიტარულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეულიც მონაწილეობდა, რომელიც ბანგიში სამშვიდობო მისიას თებერვლიდან ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელებმა ობოლ და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, პირველადი მოხმარების და  სასკოლო ნივთები გადასცეს და პატარებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციები ხელს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის დაახლოებას  უწყობს.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თებერვლიდან ჩაერთო.  

ქართული კონტინგენტი მისიას, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ 6 თვის განმავლობაში ასრულებს.

 კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics