13:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 11:13:41, 430 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ტროტუარზე ავტომობილების პარკირების აკრძალვასთან დაკავშირებით დავალება გასცა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების აკრძალვასთან დაკავშირებით დავალება გასცა. 

როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის და მოქალაქეებს ავტოსადგომებისთვის სხვა, ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს. 

„ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მოგვმართავენ მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ხშირია ტროტუარებზე ავტომანქანების უკანონოდ პარკირება. ჩვენი წინამორბედების მიერ ტროტუარებზე დაახლოებით 2000–მდე ადგილია გაცემული, სადაც პარკირება ოფიციალურად ნებადართულია. ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ავტომანქანების პარკირებამ ფეხით მოსიარულეებს დამატებითი დისკონფორტი შეუქმნა.  შესაბამის სასამხურებს მინდა დაგავალოთ, რომ ეს საკითხი დროულად  მოაგვაროთ. პირველ რიგში მინდა  წარმომიდგინოთ ზუსტი ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწრო ადგილებია და ფეხით მოსიარულეებს დისკონფორტი ექმნებათ“, – აღნიშნა ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ბევრ ცივილურ ქვეყანაში უპირატესობა ფეხით მოსიარულეებს ენიჭებათ, საქართველოში კი, უპირატესობით ავტომობილები სარგებლობენ. 

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან, საპატრულო პოლიციასთან ერთად აქტიური მუშაობა დავიწყოთ იმაზე, რომ უპირატესობა ფეხითმოსიარულეებს ჰქონდეთ“, – განაცხადა დანმანიამ და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებით წინადადებები წარმოადგინონ. 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში არის ადგილები, სადაც გზის გადაკვეთა უკანონოდ ხდება.

„არის ისეთი ადგილები, სადაც გზის გადაკვეთა უკანონოდ ხდება. რა თქმა უნდა მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ნაცვლად ასეთი ადგილებისა,მათთვის ოფიციალურად განკუთვნილ ადგილებზე გადაადგილდნენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით წინადადებები იანვრის ბოლომდე წარმოადგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics