14:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 15:05:41, 643 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB)  უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მესამე მოდული დაიწყო.

მოდულს  გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოს, მორალური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე  უძღვება.

დღეს   კურსი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - კომუნიკაციის  სახეობებსა და მართვის სისტემაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა.  სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები კომუნიკაციის არსის,  თავისებურებების, ვერბალური და არავერბალური, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. კურსის მონაწილეები კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების  წარმოების  დროს, ასევე, არავერბალური სიგნალების ამოცნობისა და  სათანადო რეაგირების ხერხებს დაეუფლებიან. ტრენინგზე საუბარი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, კომუნიკაციის პროცესში მის როლსა და  დარწმუნებისა და ზემოქმედების მოხდენის ტექნიკასაც შეეხება.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც  DIB უსაფრთხოების  სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს  მოიცავს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში სამი მოდული უკვე გაიარეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics