01:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 11:04:39, 691 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროა.

„ამ მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. რუსული პროპაგანდის ფონზე, მოსახლეობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს. რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მცდარი წარმოდგენები მოვლენებისა და საფრთხეების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. დავსახეთ კომუნიკაციის ერთობლივი სტრატეგია, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნატოზე და მასში გაწევრიანების შესახებ, თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავადაც თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics