04:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 16:05:32, 1009 ნახვა

სამხედრო
რეკრუტებმა „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს“ გადიან „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით საკუთარი ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.

საჩვენებელი სწავლების დროს რეკრუტების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალებიც მოესინჯათ. მოხალისეებმა სამხედრო ფორმა მოირგეს და რეკრუტების მსგავსად სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს.

„ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 680 რეკრუტი გადის. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს, ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დადებს. კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება ექნებათ. ახალწვეულები მონაწილეობას  სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებსაც.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics