11:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:18:18, 1822 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერის კანდიდატურას ვეტო დაადოს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, არსებობს  კონსესუსი იმის თაობაზე, რომ  პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია.

მაგალითად, მენაბდის აზრით,  პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს   უფლებამოსილება,  ვეტო დაადოს პრემიერის კანდიდატურას. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, რაც მენაბდის თქმით,  შესაძლებელია, შეიკვეცოს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილებების რამდენიმე ბლოკი არსებობს დღეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. მათგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ანუ ის კომპეტენციები, რომლითაც პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული თანამდებობის პირებს, ან მონაწილეობს ამ თანამდებობის პირების გამწესებაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს, და შევინარჩუნოთ.  რაც შეეხება დანარჩენ კომპეტენციებს, დღესაც არის კონსესუსი, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია, მაგალითად, მას აქვს უფლებამოსილება ვეტო დაადოს პრემიერის კანდიდატურას, ჩემი აზრით მას ეს უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლებელია, ეს უფლებამოსილებაც შეიკვეცოს",-აღნიშნა მენაბდემ.

 თუმცა, მენაბდის განცხადებით,  საერთო ჯამში, პრეზიდენტის არჩევის წესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მის ისეთ კომპეტენციებზე, რომელიც უზრუნველყოფს  დამოუკიდებელი და მისი გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნას. მენაბდეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უმჯობესია:

" ჩემი პოზიცია ცნობილია, მე მიმაჩნია ჩვენს კონტექსტში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი იქნებოდა უმჯობესი, ვინაიდან მართალია არ არსებობს პრეზიდენტის არჩვის ერთიანი წესი, მაგრამ იმ გამოწვევებით და იმ გამოცდილებით სადაც ჩვენ ვართ, ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე გონივრული გამოსავალი",-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics