14:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 11:37:36, 1974 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: კონგოში დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ყოფილი სამხედრო პირის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა დეტალებზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს.

„ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. როგორც ჩვენი საელჩო ასევე ჩვენი წარმომადგენლობა გაეროში. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ დიპლომატიურ კონტაქტებს იმისთვის, რათა მოხდეს ამ პირის გათავისუფლება და შესაბამისი გზების მოძიება ამისათვის. პროცესი მიმდინარეობს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, კონგოში ოპოზიციური დაჯგუფების წევრებმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათგან ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა, რომელიც ამ დროისთვის დატყვევებულია. ინციდენტის შედეგად დაშავდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics