04:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:34:32, 810 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ადგილობრივი სამხედრო წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, - აღნიშნა მან. 

თავდაცვის მინისტრს მასპინძლობა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვაჟა არევაძემ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ  და პირადმა შემადგენლობამ გაუწიეს.  ლევან იზორიამ ბაზაზე ჯავშანტექნიკის, არტილერიის, აგრეგატებისა და სხვა საამქროები დაათვალიერა. მინისტრი ბაზის ისტორიას, ამოცანებსა და მიზნებს ადგილზე გაეცნო და  პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა.

ბაზაზე მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და სხვა ოფიციალური პირები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics