20:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 14:02:14, 2109 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„ზოგიერთი მედიასაშუალება ბევრად ობიექტურია, ვიდრე „რუსთავი 2“, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, ბოლომდე მიიტანონ სათქმელი“

„ქალთა მოძრაობის“  დამფუძნებლის ბაია პატარაიას განცხადებით, „რუსთავი2“  კრიტიკული მედიაა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მისი ამ სახით  არსებობა მნიშვნელოვანია.

როგორც პატარაიამ უზენაესი სასამართლოდან „რუსთავი2“-ის პირდაპირ  ეთერში საუბრისას განაცხადა, დღეს საქართველოში ბევრი მედიასაშუალებაა და მათგან ზოგიერთი „რუსთავი2“-ზე პროფესიონალი და ობიექტურია, თუმცა მათ არ აქვთ შესაძლებლობა, სათქმელი საზოგადოებამდე ბოლომდე მიიტანონ:

“ზოგს არ სჯერა, არ დაიხურება „რუსთავი2“, ამბობენ, რომ  შეიცვლება მფლობელი და ეს  არ არის ეს პრობლემა. პრობლემაა, მეგობრებო, იმიტომ, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, დღეს „რუსთავი2“ ჩემთვის ღირებული იმიტომაა, რომ არის კრიტიკული  მედია, ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და მედიის მთავარი როლიც ისაა, რომ იმას, ვისაც აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაგდებული ხელში და, სამწუხაროდ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ  ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, მათ ხელშია უშველებელი ძალაუფლება თავმოყრილი, აღარ არსებობს არანაირი ბალანსი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, როცა შეცდომებს უშვებს,  ესაა სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ მან უნდა იცოდეს ამის შესახებ, მეორე უნდა ჰქონდეს საშუალება გამოხატოს, „რუსთავი2“ თავის ეთერს უთმობს კრიტიკულად მოსაუბრე არა მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსაც. დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი მედიასაშუალება, ზოგიერთი მათგანი, ჩემი აზრით, არის ბევრად უფრო პროფესიული და ობიექტური,  ვიდრე „რუსთავი2“, არ გეწყინოთ, მაგრამ მათ არ აქვთ ის დაფარვა, ის ხმა, რომ ბოლომდე მიიტანონ  სათქმელი“,-განაცხადა ბაია პატარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics