17:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:58:23, 2790 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მივმართავ სასულიერო პირებს, იფიქრეთ მამა გიორგის სიცოცხლეზე, რწმენა არ დამაკარგვინოთ!

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის ჩაშლის შემდეგ, მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სასულიერო პირებს მიმართა.

რამიშვილმა მათ მოუწოდათ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეზე იფიქრონ.

 „მე პირდაპირ მინდა მივმართო სასულიერო პირებს, მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სანამ კიდევ რწმენა მაქვს მე პირადად, მიშიკო რამიშვილს, კეთილი ინებეთ ყველამ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ. არსად არ მიდის მამა გიორგი, იქნება და თავის სიმართლეს ბოლომდე დაადასტურებს, მაგრამ  ყველაფერი ყველაფერისგან მოსალოდნელია. სასულიერო მამებს მოგთხოვთ და გთხოვთ, იფიქრეთ მამა გიორგი სიცოცხლეზე. რწმენა არ დამაკარგვინოთ!“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკითხვა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო ბრალდების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე დაკითხვაზე და გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics