17:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:04:54, 2251 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან  დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს.

ბესელიას თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე შიდა დისკუსიები უკვე დაწყებული აქვს.

„აუცილებლად მოგვიწევს არსებული მოდელის გადახედვა. იმიტომ რომ ეს საკითხი უსაფრთხოების თემას უკავშირდება. საქართველო არ არის დიდმიწიანი ქვეყანა ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ჩვენ გვჭირდება ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. საბოოლოდ ჩვენ ამ საკითხზეც შევჯერდებით იმიტომ რომ შიდა დისკუსია უკვე დაწყებული გვაქვს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის ინიციატივით არასაპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics