19:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 15:27:26, 2108 ნახვა

კომენტარი
გერმანიის ელჩი ვიზალიბერალიზაციაზე: გილოცავთ, გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰაიკე რენატე პაიჩის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას გაამარტივებს და ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი.

როგორც გერმანის ელჩმა პრესკომფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში, რეფორმების წარმატებულ განვითარებას გულისხმობს.

"ჩემთვის, როგორც გერმანიის ელჩისთვის ძალიან დიდი პატივია, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს ეს შესანიშნავი წარმატება. უვიზო მიმოსვლა  ნიშნავს რეფორმების წარმატებულად განვითარებას და საქართელოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას. როგორც კი მიმოსვლა ძალაში შევა, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში 90 დღის ვადით შესვლა შეეძლებათ", - განაცხადა პაიჩიმ.

მან ასევე დამატებითი განმარტებებები გააკეთა:

"იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში იმუშაონ, სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. გილოცავთ დღევანდელ წარმატებას და გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ევროკავშირში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics