17:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 17:57:24, 773 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასპინძლებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხარესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწვდის ინფორმაციას. კონგრესმენები SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმენენ პრეზენტაციას.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართეს შეხვედრები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics