02:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 13:06:11, 2312 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში

 „პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია, ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ოთხშაბათს მერის საკრებულოში მისვლას ითხოვენ.

ნარმანიას განცხადებით,  ამ ეტაპზე, საკრებულოში მისი მისვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“პოლიტიკური შოუ გუშინ არ შედგა. ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე იყო კანონიერი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლასა და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics