23:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 14:23:38, 1744 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში უმრავლესობას: მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენც შეგვიძლია იმ 4 წელზე ვისაუბროთ, როდესაც უამრავი უფლებადარღვევა მოხდა

„თქვენ მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ  ბოლო 4 წელზე როდესაც მოწმენი ვართ უამრავი უფლებადარღვევის, რომელიც უკავშირდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას,  ვებგვერდებზე ატვირთვას და მერე ამის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების საკითხს განიხილავენ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მომავალში მსგავსი პრობლემები, რომ არ განმეორდეს საჭიროა ყველამ ერთად იზრუნოს ქმედითი კონტროლის მექანიზმის შექმნაზე.

„ჩვენ ვთლით, რომ კარგი იქნება ნდობის ჯგუფს  ჰქონდეს კომპეტენცია შეისწავლოს კონკრეტული განცხადებები და ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ შესაბამის უფლებადარღვევებს  ან  კიდევ უკანონო ქმედებებს.  ჩვენ რა თქმა უნდა ვითხოვ იმას, რომ საქმიანობის განხორციელების დროს ნდობის ჯგუფს ჰქონდეს უფლება საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნოს  შესაბამისი ინფორმაცია  შემდგომი რეაგირების მიზნით.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა გააჩნდეს მაკონტროლებელს  ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ნდობის ჯგუფს ექნება უფლება  კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახეზე იქნება შესაბამისი მოცემულობა ან დანაშაულის ჩადენის ნიშნები პრემიერ-მინისტრს მიმართოს რეკომენდაციით გათავისუფლდეს თანამდებობიდან სააგენტოს ხელმძღვანელი“,-განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, სააგენტოს ანგარიში ყოველწლიურად ნდობის ჯგუფს უნდა წარედგინოს. მანვე განმარტა, რომ ანგარიშის შესწავლის შედეგად ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს კომპეტენციაც და უფლებაც, რომ დამატებით ინფორმაცია მოითხოვოს.

„ანგარიში ყოველწლიურად უნდა წარედგინოს ნდობის ჯგუფს, თუმცა რა თქმა უნდა ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენციაც და უფლებაც,  ანგარიშის შესწავლის შედეგად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ეს ანგარიში არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ შემოფარგლული სტატისტიკური ინფორმაციით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტროლის მექანიზმი, რომელზეც  ჩვენ ვსაუბრობთ იყოს ქმედითი ეფექტური  და რეალურად მოხდეს რეაგირება იმ რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სააგენტოს საქმიანობის პროცესში“, - აღნიშნა ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics