|
2017-01-28 19:16:04, 1651 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას არ მიესალმება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს. როგორც შავგულიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული გადაწყვეტილებები დღევანდელ სხდომაზე არ მიუღიათ. „დღეს იყო მსჯელობა პრეზიდენტის კომპეტენციისა და უფლებამოსილების შესახებ. ტენდენცია არის ისეთი, რომ შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რაც არ არის მისასალმებელი. ამას ალბათ ლოგიკურად მოჰყვება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, რადგან მცირე უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა, არ გახდება მიზანშეწონილი და ეს ყველაფერი მიმართულია იმ ძალიან ცუდი ტენდენციისკენ, რასაც ადგას „ქართული ოცნება“. ეს არის ხელისუფლების სრული უზურპაცია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს. მისი გაკონტროლების მიზანს ემსახურება სამწუხაროდ მთლიანად ამ კომისიის შექმნა და საქმიანობა. ვინაიდან თუ პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა შეიცვლება პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ, ფაქტიურად მისი დანიშნვით, ასეთი პრეზიდენტი რა თქმა უნდა მართვადი იქნება ამ პოლიტიკური ძალის მიერ“, - განაცხადა შავგულიძემ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის მომხრეა. „უმრავლესობა, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები და ის წევრები, რომლებიც ეთანხმებიან მათ პოზიციებს იხრებიან იქითკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირდეს. ეს ეხება მოსამართლეთა დასახელების ნომინირებას, სხვადასხვა ინსტიტუტში პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დანიშნვასა და დასახელებას. ანუ პრეზიდენტის ჩართულობას სხვადასხვა ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, დაკომპლექტებაში, რომ შეიზღუდოს და შემცირდეს“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)