02:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:50:34, 1752 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ არ მოხდა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერა.

ჟურნალისტის კითხვაზე - შეუქმნის თუ არა ეს ქვეყნის ავტორიტეტს საფრთხეს, დოლიძემ უპასუხა, რომ საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხდა კანდიდატების დამტკიცება. არ ვიცი რა კრიტერიუმების გამო მოხდა ეს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოს ავტორიტეტი არის ერთ-ერთი სერიოზული, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან. საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოს ავტორიტეტზე როცაა საუბარი, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის ჟურნალისტები“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics