20:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 16:52:45, 1941 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არ დარჩება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ამასთან, ნიკა მელია მიზეზებზე არ საუბრობს.

"ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ არ დარჩეს “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამაზე მეტს ვერ გეტყვით. მას შემდეგ, რაც გაიმართება სტრასბურგში სასამართლო პროცესი, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი, ამის შემდეგ მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. ამ ეტაპზე, იგი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან", - აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მელიას ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics