03:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 14:35:10, 3838 ნახვა

კულტურა
წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23-25 დეკემბერს (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება.მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ.

სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები და ტრადიციულად, გამომცემელთა ასოციაცია გამოავლენს ქართველი ავტორების 2016 წლის ბესტსელერებს. გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, ფიფქია, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება.

23 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი გამართავს იმ წიგნების პრეზენტაციას, რომლებიც ცენტრის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში გამოიცა.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით! 

წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკმებერს, ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე, გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!

ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია, ხოლო ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

(NS)



 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics