00:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:35:00, 1369 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილება მე-6 კორპუსის პიკეტირებასთან დაკავშირებით, დანაშაულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილებას მე-6 კორპუსის პიკეტირებასთან დაკავშირებით დანაშაულად აფასებს.

მინისტრის თქმით, მე-6 კორპუსის პიკეტირება, არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ თავიანთ მეგობრებს სწავლაში ხელი შეუშალონ, რაც ჩვეულებრივი დანაშაულია.

“უნივერსიტეტი ავტონომიურია მოგეხსენებათ და თვითონ უნდა გადაწყვიტონ ეს ამბავი. საკანონმდებლო თვალსაზრისით ჯერ კიდევ პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავის შიგნით როგორი ორგანიზება გააკეთონ”, - განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics