03:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:54:45, 1678 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: რუსული მხარე ცდილობს, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა კვლავ შეამციროს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა.

ყოლბაიას განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა კვლავ შეამციროს:

„მდინარე ენგურზე გადასასვლელი პუნქტების შემცირების თემა ძალიან აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და თავად აფხაზური მხარის ნებით ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება პერმანენტულად იცვლება. ბოლოდროინდელი მოვლენები კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ცდილობს ისევ შეამციროს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა. თავდაპირველად მათი რაოდენობა ექვსი იყო და ოთხამდე შეამცირეს, ხოლო ახლა კი ამ რაოდენობის განახევრება გადაწყვიტეს. რთული წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა შეძლოს ამხელა მოსახლეობამ მხოლოდ ორი გადასასვლელის საშუალებით გადაადგილება, მაშინ როცა თავად სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ შორის, იგივე ნადარაია აცხადებენ, რომ ამ გადასასვლელებით ორივე მიმართულებით ჯამურად დროდადრო თითქმის 1 200 000 ადამიანი სარგებლობს.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობამდე ჩვენ ვაპირებთ ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან და მის მოადგილესთან ერთად ვიმსჯელოთ ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც ქართულ მხარეს აწუხებს, მათ შორის იქნება ქართული ენის სწავლების საკითხი და სხვა. მე ვფიქრობ, რომ მაინც რთული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სოხუმთან ერთად ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“,-ამბობს ვახტანგ ყოლბაია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics