13:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 14:46:08, 2084 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

"უნდა დასრულდეს გამოძიება, სასამართლო პროცესი. უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულებას. რაც შეეხება კითხვებს, ზოგადად, კითხვები არსებობდა საზოგადოებაში და დღემდე არსებობს. იმედი მაქვს, ამ კითხვებს გაეცემა პასუხი",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც იგი გამართლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics